მთავარი ჩვენს შესახებ მომსახურების ტარიფები გალერეა ქველმოქმედება კონტაქტი

ჩვენს შესახებ

Transcom LTD არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მისი ავტოპარკი დაკომპლექტებულია მერსედესის მსუბუქი და მიკოავტობუსის ტიპის ავტომობილებით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მომხმარებელს. ყველა ავტომობილი დაზღვეულია, გარანტირებულია მგზავრის უსაფრთხოება, ხოლო თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემა კი მგზავრობას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის.

კომპანიას 2015 წელს, შპს ''ტრანსკომს'' გადაეცა დარგის ლიდერის წოდება, ''ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის'' მიერ და გადაეცა საპატიო ჯილდო.

მომსახურების გასაუმჯობესებლად, კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს თავისი მომხმარებლის პრობლემებსა და შენიშვნებს. მომხმარებლის უკმაყოფილების შემთხვევაში, საკითხი იქნება განხილული და აღმოფხვრილი შესაბამისი პრობლემა.

Transcom LTD ორიენტირებულია ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

ტაქსის გამოძახება უფასოა.

ტექნოლოგია

მგზავრობის აღრიცხვა

ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია ზუსტად იქნას აღრიცხული განვლილი მანძილი და შესაბამისად ანგარიშწორება ხდება ზუსტად და უშეცდომოთ.

GPS

ჩვენს ორგანიზაციაში დანერგილია gps-ის სისტემა, რაც გულისხმობს ყველა ჩვენს მფლობელობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სრულ კონტროლს. კერძოდ ხდება კონტროლი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების მარშრუტის კონტროლი, გადაადგილების დრო და სიჩქარე. შესაბამისად მგზავრი კომფორტი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

ეკოლოგია

ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია blue efficiency ტექნოლოგიით, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიის მინიმალურ დაბინძურებას და საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. აქედან გამომდინარე ჩვენთან უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა არ ნიშნავს მაღალ ტარიფს.

ბუნებრივი აირი

ჩვენ სატრანსპორტო საშუალებებში არ არის დამონტაჟებული გაზის აპარატები, რაც განაპირობებს მგზავრთა უსაფრთხოებას .

ტექნიკური შემოწმება და დიაგნოსტიკა

ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდება ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი შემოწმება და მხარდაჭერა.

LTD Transcom - Taxi Service Company
Copyright 2015 All Rights Reserved.